კორბოულის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

მელანო

კორბოულის მეორე საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

„სიტყვები უძლურია იმ უდიდესი ტკივილის გამოსახატავად, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი გრძნობს... არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ თავისი ყოფნითაც კი სამყაროს უკეთესს ხდიან. სწორედ ასეთი იყო ქალბატონი მელანო - საოცარი, სათნო, თბილი და არაჩვეულებრივი ადამიანი. ის იყო უერთგულესი მეგობარი, რომლის გვერდით ყოფნაც უდიდესი საჩუქარი იყო. როგორც პედაგოგმა, მან უამრავ გულში დატოვა სიკეთის, სიყვარულისა და წიგნიერების წარუშლელი კვალი. მისი სახით ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, რომელიც თითოეულ ჩვენგანს სითბოსა და იმედს გვჩუქნიდა. მისი წასვლით დატოვებულ ცარიელ ადგილს ვერაფერი შეავსებს. ეს არის აუნაზღაურებელი დანაკლისი ყველასთვის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია მასთან შეხების ბედნიერება.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, შვილებს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მისი კეთილი სახელი, თბილი ღიმილი და ნათელი ხსოვნა მუდამ იცოცხლებს ჩვენს გულებში. ღმერთმა გაანათლოს მისი ლამაზი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი...

მისი კეთილი სახელი და ნათელი ხსოვნა მუდამ დარჩება კორბოულის N2 საჯარო სკოლის ისტორიაში და ჩვენს გულებში. ნათელში იყოს მისი სული...“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.

✕