„ეს ხილი კიბოს მკვლელია!“ - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1757365535
კომაროვის სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„კომაროვის სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, ჩვენი სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგის, გამორჩეული ფიგურისა და შესანიშნავი ადამიანის, ბატონი გიორგი გედენიძის გარდაცვალების გამო.
ბატონი გიორგი წლების განმავლობაში ასწავლიდა ფიზიკას კომაროვის სკოლაში, არის უამრავი პედაგოგისა და მეცნიერის აღმზრდელი მასწავლებელი.
მისი ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოებით თაობები სწავლობდნენ და დღესაც სწავლობენ, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მის წვლილსა და ღვაწლს ქვეყნის განათლების საქმეში.
კომაროვის სკოლა პატივს მიაგებს ბატონი გიორგის ხსოვნას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს“, - წერია სამძიმრის წერილში.