ხობში საცხორებელი სახლი დაიწვა - დაღუპულია მამა-შვილი

ხობის მუნიციპალიტეტში, კერძოდ სოფელ ზემო ქვალონში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა.

შუაღამისას, ხანძრის შედეგად დაიწვა ერთსართულიანი ხის სახლი, სადაც მამა-შვილი, გოჩა და ომარ საჯაიები ჩაიწვნენ.

ტრაგედიის მიზეზი, სავარაუდოდ, სიგარეტის ნამწვი გახდა.

„შვილი 30 წლამდეა, ავადმყოფობდა, მამაც წუხელ ნასვამი ყოფილა. ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს და ეგრევე გამოიძახეს სახანძრო. თუმცა, ხის სახლი იყო და მაშველებმა მხოლოდ ცხედრები იპოვეს",- უთხრა „პრაიმთაიმს“ სოფლის რწმუნებულმა, ლევან ალანიამ.

ტრაგიკულად დაღუპული მამა-შვილის ცხედრები წუხელვე ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. ჯერჯერობით უცნობია, სად დაასვენებენ მათ ცხედრებს.