კათოლიკოს-პატრიარქი შიო III: უფლის რწმენა ჩვენს გულში არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს

shio

სამების საკათედრო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ, მღვდელმთავრებთან ერთად, წირვა აღავლინა.

პატრიარქმა ქადაგებაში რწმენის ძალაზე ისაუბრა.

"ჩვენ რწმენის სახით ისეთი ძალა გვაქვს, ისეთი საყრდენი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება, შეძლებს ჩვენი მწირი შესაძლებლობების, შესაწირავის გამრავლებას და გაძლიერებას.

უფლის რწმენა ჩვენს გულში, ეს არის გასაღები, რომელიც ხსნის საღვთო სიკეთეების დიდ საუნჯეს. გვმართებს, რომ ვილოცოთ და ვთხოვოთ უფალს, გაგვიძლიეროს რწმენა", - აღნიშნა პატრიარქმა ქადაგებისას.