„ამ დღის შემდეგ ბევრის ცხოვრება ძველებური აღარ იქნება...“ - ეზოთერიკოსი მიმართვას ავრცელებს
1776282230
სათამაშო ბიზნესის სფეროში სანებართვო პირობების დარღვევისთვის კანონმდებლობა მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში შედის.
კანონპროექტის მიხედვით, აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევა, დაკისრებული ჯარიმის გასამმაგების ნაცვლად, შესაბამისი ნებართვის გაუქმებას გამოიწვევს.
მთავრობა განმარტავს, რომ აზარტული ან მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში პასუხისმგებლობის გამკაცრება მხოლოდ ჯარიმის გასამმაგებით საკმარისად ძლიერ პრევენციულ და შემაკავებელ მექანიზმს არ ქმნის და ნებართვის მფლობელთა მხრიდან კანონით დადგენილი ვალდებულებების კეთილსინდისიერ შესრულებას ვერ უზრუნველყოფს.
„პრობლემის ეფექტიანად გადაწყვეტა მოითხოვს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანას, რომლითაც დაზუსტდება და გამკაცრდება პასუხისმგებლობის ზომები. აღნიშნული ცვლილება უზრუნველყოფს სამართლებრივი რეგულირების ერთგვაროვნებას, გააძლიერებს სანქციების პრევენციულ ეფექტს და შექმნის უფრო ეფექტიან მექანიზმს სანებართვო პირობების დაცვის უზრუნველსაყოფად“, – ნათქვამია პროექტში.