ვინ უნდა შევიდეს სახლში პირველი ძველით ახალ წელს
1768335111
საახალწლო კონცერტი გაიმართა სამტრედიის ცენტრალურ მოედანზე. სამტრედიელებს ძველით ახალი წელი, ტრადიციულად, თბილისის მერმა კახა კალაძემ მიულოცა.
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თევზაძეების ცხრასულიან ოჯახს კი, საჩუქრად სახლი გადასცა. დღეიდან, ახალ სახლში, ჯამში, 5 ოჯახი იცხოვრებს.
"ვაგრძელებთ ტრადიციას, 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველწლიურად, სამტრედიაში გვაქვს კონცერტი.
გარდა ამისა, ვაბედნიერებთ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც ყველაზე
მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება. ამ კეთილ საქმეში ჩემი მეგობრებიც შემომიერთდნენ.
რა თქმა უნდა, ყოველწლიურად გავაგრძელებთ იმ ოჯახების დახმარებას, დასაჩუქრებას მაცხოვრებლებით, ვინც ამ პრობლემის წინაშე დგას", - განაცხადა კახა კალაძემ.