ნინი ნებიერიძე გარდაცვლილ მეუღლეს, ბიზნესმენ თემურ უგულავას ემოციური პოსტით ემშვიდობება
1782766445
საბურთალოს რაიონის გამგეობამ პეკინის გამზირის N17-ის მიმდებარედ სკვერის კაპიტალური რეაბილიტაცია განახორციელა.
დასრულებული სამუშაოები დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მოადგილეებთან – ირაკლი ბენდელიანსა და კახა აბულაძესთან ერთად დაათვალიერა.
მერის თქმით, პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა ყველა შესაბამისი საპარკო ინფრასტრუქტურა, მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, საბავშვო გასართობი და სატრენაჟორო სივრცეები. ასევე დაირგო 600-მდე სახეობის ხე-მცენარე.
„პეკინის გამზირზე კიდევ ერთი სკვერი მოეწყო. სამუშაოების ფარგლებში აღნიშნული მოსასვენებელი სივრცე მთლიანად რეაბილიტირდა. მოეწყო მოსასვენებელი ფანჩატური, სავარჯიშო სივრცე, საბავშვო ატრაქციონები; დაირგო ხე-მცენარეები და გაკეთდა სარწყავი სისტემა; ტერიტორია განათდა. სივრცე დიდი არ არის, თუმცა რაც იყო, მთლიანად მოწესრიგდა.
ჩვენ ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც გავაგრძელებთ. უახლოეს პერიოდში აქვე, ხვიჩიას ქუჩაზე არსებული დასასვენებელი სივრცის სრულ მოწესრიგებას ვიწყებთ. ადგილობრივებს ექნებათ სასიამოვნო გარემო დასვენების, განტვირთვისა და ვარჯიშისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
პროექტი 2 500 კვ.მ ფართობზე განხორციელდა და სამუშაოების ღირებულებამ დაახლოებით 441 000 ლარი შეადგინა.
დედაქალაქის მერთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდნენ საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე, პარლამენტის დელეგატი აკაკი ალადაშვილი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ ნიჟარაძე.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.