ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

გლოვა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს:

„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ღვაწლმოსილი ქირურგის, ჯო ენის სამედიცინო ცენტრის პირველი თაობის ქირურგთა გუნდის ერთგული წევრის, თორაკალური ქირურგიის სამსახურის ყოფილი უფროსის ივანე წულეისკირის გარდაცვალების გამო.

ბატონი ივანე ჯო ენის სამედიცინო ცენტრში 1998 წლიდან მუშაობდა.

2007 წლიდან, მისი უშუალო ხელმძღვანელობით, ჯო ენის სამედიცინო ცენტრში დაინერგა მინიინვაზიური, თორაკოსკოპიული და ვიდეო ასისტირებადი თორაკოქირურგიული ჩარევები. ივანე წულეისკირს ჩატარებული აქვს 1500-ზე მეტი ურთულესი ოპერაცია.

მისი წვლილი დიდია ახალშობილთა და ბავშვთა თანდაყოლილი და შეძენილი მანკების, ბავშვთა ონკოთორაკალური ქირურგიის და მოზრდილთა თორაკოქირურგიის განვითარებაში.
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი თანაუგრძნობს ბატონი ივანეს ოჯახს, მის კოლეგებს და ქართულ სამედიცინო საზოგადოებას ამ დიდი დანაკლისის გამო“.