„მამა მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა“ - შემზარავი დანაშაულის დეტალები | მამაკაცი დაკავებულია
1784896446
ტრავმატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი, მიხეილ ტაბატაძე, ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს. ექიმის თქმით, კაპანაძე ჯერჯერობით კვლავ კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას.
"პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით მისი გაწერა არ იგეგმება, აუცილებლად უნდა ჩამთავრდეს მკურნალობის ის კურსი, რაც ასეთი ტრავმების დროს არის მიღებული, შემდეგ უკვე გადაწყდება მისი გაწერა. დაზიანება არის მარცხენა მტევნის, მეორე თითის არეში, იქ არის ტაკვის ფორმირება გაკეთებული, იმიტომ, რომ ტრავმული ამპუტაცია იყო მეორე თითის. მარჯვენა მტევანზე აქვს უბრალოდ პატარა ჭრილობები. შემოყვანის დღიდან პაციენტი იმყოფება ბადრაგის მეთვალყურეობის ქვეშ," - განაცხადა მიხეილ ტაბატაძემ.
ვერაზე, 17 წლის ბიჭის მკვლელობისა და 3 პირის დაჭრისთვის დაკავებულ ნიკა კაპანაძეს ბრალს დღეს, სავარაუდოდ, კლინიკაში წაუყენებენ. 22 ივლისს კაპანაძემ ხორავას ქუჩაზე 4 პირი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, მათგან ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა. 42 წლის მამაკაცმა მიმალვა სცადა, თუმცა სამართალდამცველებმა ის ცხელ კვალზე აიყვანეს. კაპანაძემ პოლიციას შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რა დროსაც ხელის თითებზე დაზიანება მიიღო.