ჯარიმა 10 000-ლარამდეა! - კანონში მნიშვნელოვანი ცვლილებები შედის

ჯარიმა

2026 წლიდან „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის აღსრულება იწყება და მისი ცალკეული მუხლები ძალაში ეტაპობრივად შევა. საკანონმდებლო პაკეტის ამოქმედების ვადა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 2028 წლის 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

არსებული კანონმდებლობის მიხედვით, 1-ელ თებერვლამდე გარემოს სამინისტრომ მთავრობას უნდა წარუდგინოს: ძაღლის მოშენების მორატორიუმის აქტი და ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესი (პროგრამა), ხოლო მთავრობამ 1-ელ მარტამდე დაამტკიცოს აღნიშნული აქტები;

ასევე, 1-ელ მარტამდე მთავრობამ უზრუნველყოს: იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის წესისა და სტერილიზაცია/კასტრაციისა და მოშენების რეგლამენტის მიღება. იმავდროულად მთავრობამ  ვეტ. კლინიკებისა და თავშესაფრების მარეგულირებელი დადგენილებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა უნდა განახორციელოს.

1-ელ მარტამდე მუნიციპალიტეტებმა კი ყოლის წესების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა ან ახლის დამტკიცება მოახდინონ.

1-ელ მაისამდე მარეგისტრირებელმა ორგანოებმა უნდა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომისა და რეგისტრაციის უფლების მისაღებად;

1-ელ მაისამდე არამარეგისტრირებელმა ორგანოებმა მიმართონ სეს-ს ბაზაზე წვდომის მისაღებად;

1-ელ ივლისამდე სეს-მა უზრუნველყოს ბაზაზე სუბიექტების წვდომა.

2027 წლის 1 იანვრიდან, შემდეგი ვალდებულებების დარღვევისათვის:

იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია - 1 500 ლ.
სტერილიზაცია/კასტრაცია - 1 500 ლ.
ცოფის ვაქცინაცია - 500 ლ. 
გამრავლება თანხმობის გარეშე - 3 000 ლ. 
ცხოველის მიტოვება - ფიზ. პირი 5 000 ლ., იურ. პირი 10 000ლ. 
საშენი დაჯარიმდება 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:

მოშენების წესების დარღვევა - 1 000 ლ. 
მოშენება რეგისტრაციის გარეშე - 5 000 ლ. 
მოშენების მორატორიუმის დარღვევა - 10 000 ლ.

სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი ითვალისწინებს:

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია. 

ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

(მოქმედით ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას ორმოც საათამდე, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე).

ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია.
ცვლილებით დაისჯება - ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან  ხუთ წლამდე. 

(მოქმედით ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან ოთხ წლამდე).

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონის ძალაში შესვლის სქემა ასეთია:

2027 წლის 1-ელ იანვრამდე:

2026 წლის 1-ელი ივლისიდან მეპატრონემ უზრუნველყოს ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია, ხოლო იმ

მეპატრონეებმა/მიმკედლებლებმა, რომელთაც უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ ცხოველი, მიმართონ რეგისტრაციისთვის;

2026 წლის 1-ელი ივლისიდან საშენმა გაიაროს რეგისტრაცია მუნიციპალიტეტის უფლებამოსილ ორგანოში;

2027 წლის 1-ელ იანვრამდე რეგისტრირებული ცხოველები არ ექვემდებარებიან სავალდებულო სტერილიზაცია/კასტრაციას. 

2027 წლის 1-ელ ივლისამდე:

მთავრობამ დაამტკიცოს კინოლოგის/ფელინოლოგის სერტიფიცირების წესი

2028 წლის 1-ელ ივლისამდე:

კინოლოგებმა/ფელინოლოგებმა გაიარონ სერტიფიცირების კურსი ან მიმართონ შესაბამის ორგანოს განათლების აღიარების მიზნით.

მეპატრონე დაჯარიმდება 2026 წლის 1-ელი იანვრიდან:

გასეირნება (ალიკაპის ან საბლის გარეშე) – 150 ლ.

მგზავრობა - 150 ლ. 

შეყვანა - 50 ლ.

მარეგისტრირებელი სუბიექტები (კერძო თავშესაფარი, საშენი, ვეტი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:
იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნის დარღვევისთვის - 3 000 ლ. 
მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.

არამარეგისტრირებელი სუბიექტები (სასტუმრო, კინოლოგი/ ფელინოლოგი, რეალიზატორი, გრუმინგი) დაჯარიმდებიან 2027 წლის 1-ელი იანვრიდან:მოვლა-პატრონობის და ყოლის წესების დარღვევისათვის - 500 ლ.