„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა - რა ვითარებაა სავაჭრო ცენტრში

ისთფოინთი

„ისთ ფოინთში“ ევაკუაცია გამოცხადდა. სავაჭრო ცენტრში მყოფებს მაღაზიების ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს. 

როგორც „პრაიმტაიმს“ „ისთ ფოინთის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარის მიზეზი ცრუ განგაში იყო და შესაბამისი ღილაკი შემთხვევით ჩაირთო.

მათივე ცნობით, მოქალაქეები სავაჭრო ცენტრს დაუბრუნდნენ.