მნიშვნელოვანი ინფორმაცია - აკრძალვა, რომელიც აპრილიდან ამოქმედდება
1768388765
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2025 წლის საპრივატიზებო გეგმა გადაჭარბებით, 102%-ით შეასრულა.
სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი შენგელიას განცხადებით, აქტიური საპრივატიზებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი 213 მილიონი ლარის ნაცვლად 217 მილიონ ლარზე მეტი გადაირიცხა. მისივე ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში სააგენტომ 821 ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა, საიდანაც 529 ობიექტი წარმატებით გაიყიდა.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს პროაქტიულ და გამჭვირვალე საპრივატიზებო პროცესს და ვიმედოვნებთ, რომ 2026 წლის საპრივატიზებო გეგმაც გადაჭარბებით შესრულდება“, - აღნიშნა ირაკლი შენგელიამ.