გაუჩინარებულ სტუდენტთან დაკავშირებით კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს
1779907236
IPOA გაწევრიანდა SCAPR-ში, საერთაშორისო ქოლგა ორგანიზაციაში, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს მასშტაბით მოქმედ შემსრულებელთა უფლებების კოლექტიური მართვის ორგანიზაციებს.
SCAPR (Societies’ Council for the Collective Management of Performers’ Rights) არის არაკომერციული ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც ხელს უწყობს მონაცემთა ეფექტურ გაცვლასა და შემსრულებელთა ანაზღაურების გამჭვირვალე და შეუფერხებელ გადაცემას ქვეყნებს შორის.
IPOA-სთან ერთად, SCAPR-ის წევრები გახდნენ ბრაზილიის, ხორვატიის, გაერთიანებულ არაბთა საამიროებისა და კოსოვოს ქვეყნების საავტორო უფლებათა დაცვის ასოციაციები.
SCAPR-ში გაწევრიანება IPOA-სთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებისა და ქართველი ხელოვანების უფლებების დაცვის მიმართულებით.