ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა

ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდ

რამდენიმე წუთის წინ, ინგოროყვას კლინიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედაქალაქის მერთან და ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მივიდა.

კლინიკაში იმყოფება ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის გოგონა და აფეთქების შედეგად დაშავებული 11 წლის ბავშვი.

როგორც სამედიცინო დაწესებულების კლინიკურმა დირექტორმა განაცხადა, ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

6 გარდაცვლილი და 5 დაშავებული - ასეთია ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის შედეგი. დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. შემთხვევის ადგილზე კვლავ მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. ძებნა-შველის 15-საათიანი უწყვეტი ოპერაცია გვიან ღამით დასრულდა, საგამოძიებო მოქმედებები კი ამ დრომდე გრძელდება.

✕