წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ მისამართები
1778269494
ინფექციონისტი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ხშირად ამახვილებს ყურადღებას სამედიცინო მითებზე, რომელიც საზოგადოების ნაწილში დღემდე პოპულარულია.
სპეციალისტი ამბობს, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთაც ამ მითების დღემდე სჯერავთ.
„სამედიცინო მითებზე როცა ვწერ, აღშფოთებული ადამიანების კომენტარები აჩვენებს, რომ ადამიანების ნაწილს ამ მითების იმდენად სჯერა, რომ მათი გადარწმუნება შეუძლებელია. ამ მითებს აღვივებენ და ხელს უწყობენ ისინი,
რომლებიც ამ მითებს ანგარებით იყენებენ და სხვებს ატყუებენ.
ის სხვები კი მორჩილად ატყუებინებენ თავს და რჩევის მიღება არ უნდათ. მაგრამ საერთოდ რაზე ვლაპარაკობთ, როცა ხალხი ჯერ კიდევ წურბელებით მკურნალობს სხვადასხვა დაავადებას? ახლა წურბელების ბიზნესის წარმომადგენლები შემაჩვენებენ“ – წერსმაია ბუწაშვილი.