„ილია მეორისთვის პატივის მისაგებად, სამების ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში“ - საპატრიარქო

სამება

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად, სამების ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.

„მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის პატივის მისაგებად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი ღია იქნება 24 საათის განმავლობაში.

ღვთისმსახურებს და მრევლს ტაძარში მოსვლის და მისი სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გადახდის შესაძლებლობა მუდმივად ექნებათ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი მიმდინარეობს.

ილია მეორე საპატრიარქო რეზიდენციიდან სამების ტაძარში სამგლოვიარო მსვლელობით გადაასვენეს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.

ილია მეორეს 22 მარტს სიონის ტაძარში დაკრძალავენ.