1759781795
„იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, მათგან, 13 უკვე დაკავებულია“ - შსს

4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებული დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ, შსს-ში ბრიფინგი გაიმართა.
ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ამ ეტაპზე, იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი. მისივე თქმით, მათგან 13 უკვე დაკავებულია.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ დანაშაულებრივ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.
იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე 15 პირი, საიდანაც სასამართლოს განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 13 პირი. ორი პირი ჯერჯერობით იმყოფება მიმალვაში. პოლიცია ატარებს შესაბამის ოპერატიულ სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებებს მათი ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს შესაბამის ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მათი ადგილმდებარეობის დასადგენად და დასაკავებლად.
ცნობისთვის, საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს.