გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

მოძრაობა დროებით შეიზღუდება

 საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ვაზიანის შემოსავლელ გზაზე არსებული დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოების წარმოებისთვის, 17-18 ივნისს სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება.

"საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომობილო გზის კმ0-კმ4 მონაკვეთზე (ვაზიანის შემოსავლელი გზა) არსებული დეფექტების აღმოფხვრის სამუშაოების წარმოებისათვის 2025 წლის 17-18 ივნისს სავალი ნაწილი დროებით შევიწროვდება. საავტომობილო გზაზე შეზღუდვის პერიოდში, ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ჯერ ერთ, ხოლო შემდეგ მეორე სამოძრაო ზოლზე", - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაშ