გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

გზა თოვლი

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.