მძღოლს, რომელიც გორში დედა-შვილს დაეჯახა, ბრალდება წარუდგინეს
1784127434
უკრაინელმა ბავშვებმა ვიდეორგოლი მოამზადეს ლოპოტას საზაფხულო ბანაკის შთაბეჭდილებებზე, სადაც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით დაისვენეს. ბავშვებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე შეხვდა.
„სტუმართმოყვარე საქართველოში არდადეგების დროს, კიევის ბავშვთა და ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეებმა უნიკალური გამოცდილება მიიღეს - ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩვენს ბავშვებს შეხვდა.
გულწრფელი და თბილი დიალოგი იყო. ბავშვები უკრაინის ელჩები გახდნენ, საუბრობენ თავიანთ ნიჭიერებასა და ოცნებებზე. საქართველოდან - საქართველომდე. გულწრფელ მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს გულთბილი მიღებისთვის, მხარდაჭერისა და მასპინძლობისთვის!“, - აღნიშნულია ვიდეორგოლის აღწერაში, რომელსაც კიევის ბავშვთა და ახალგაზრდობის სასახლე ავრცელებს.