გორში დააკავეს პურის ქარხნის დირექტორი, რომელიც 4 მლნ 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს ფარულად დაეუფლა, რითიც პურ-პროდუქტების წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა

ფასი

გორში დააკავეს პურის ქარხნის დირექტორი, რომელიც 4 მლნ 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს ფარულად დაეუფლა, რითიც  პურ-პროდუქტების წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა

გამოძიების ვერსიით, მეწარმემ უკანონო დაერთება ბუნებრივი აირის ორ მთავარ მაგისტრალზე მოახდინა. ამასთანავე, როგორც დღეს ბრიფინგზე განაცხადეს, დატაცებული ბუნებრივი აირით მეწარმემ მოაწყო ავტოგაზგასამართი სადგურიც.

,,ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ათ წლამდე ვადით.

ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ, დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით“,  - აღნიშნულია უწყების განცხადებაში