7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის აკრძალულია - ინფორმაცია მშობლებისთვის
1750838991
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში, რესტორანში "ერისონი" თევზის შემოწმების შედეგად, პროდუქტში ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერება - ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოაჩინა.
უწყების ცნობით, შემოწმება 2025 წლის პირველ კვარტალში განხორციელდა და კალმახის ჯიშის თევზში, რომელიც რესტორან "ერისონს" ჰქონდა, ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, 2.2მკგ/კგ რაოდენობის ლეუკო მალაქიტის მწვანე აღმოჩნდა.
„ეცნობა ვეტერინარულ დეპარტამენტს; ბიზნესოპერატორს დაევალა სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა“, - მიუთითებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაცია ამბობს, რომ აღნიშნული ნივთიერება წარმოადგენს ქიმიურ ნაერთს, რომელსაც თევზის მოშენებისას იყენებენ, როგორც ანტიპარაზიტულ საშუალებას. აღნიშნული ნივთიერების გამოყენება ევროკავშირის და აშშ-ს ქვეყნებში აკრძალულია, რადგან FDA-ს ცნობით, არაერთმა კვლევამ დაადასტურა, რომ მალაქიტის მწვანემ შესაძლოა დააზიანოს დე-ენ-ემი, ასევე ზრდის კიბოს განვითარების რისკს, ორგანიზმში გრძელვადიანად გროვდება და აზიანებს ღვიძლს და თირკმელს.
წყარო: ,,მოზაიკა“