გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირდა - რა ღირს გრამი საქართველოში

ოქრო

გლობალურ ბაზრებზე ოქრო გაძვირდა.

Gold Price-ს მონაცემებით, ბოლო ვაჭრობის შედეგად, 1 უნცია ძვირფასი ლითონის ფასმა 62 აშშ დოლარით მოიმატა და 4 194 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ დღის ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.52%-ით არის გაზრდილი, ხოლო ბოლო ერთ თვეში 5.37%-იან შემცირებას აჩვენებს. ამავე მონაცემებით, წლიურად ძვირფასი ლითიონის ფასმა 2.85%-ით მოიმატა. 

რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 360 ლარია, 750 სინჯის - 270 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 211 ლარი ღირს.

✕