გლდანის რაიონის გამგეობამ 31 მისამართზე ლიფტის მოწყობის სამუშაოები დაასრულა

ლიფტი

გლდანის რაიონის გამგეობა, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ინფორმაციას გლდანის რაიონის გამგეობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აქტიურად მიმდინარეობს ამორტიზებული ლიფტების რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე, სამუშაოები 14 მისამართზე ტარდება, 31 მისამართზე კი, უკვე დასრულდა. საერთო ჯამში, 31 ლიფტის რეაბილიტაციისთვის 1 443 300 ლარი დაიხარჯა.

გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, მოადგილე ნანა ციმაკურიძესთან ერთად, გლდანის მეორე მიკრორაიონის N38 კორპუსის X სადარბაზოს ლიფტის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. აღნიშნული პროექტისთვის 47 000 ლარამდე დაიხარჯა.