ისტორიული კადრები სიონიდან - სად იქნება პატრიარქის მარადიული განსასვენებელი
1773926652
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სამოქალაქო პანაშვიდი გრძელდება. 24 საათის განმავლობაში მოქალაქეების ნაკადი არ წყდება - ათასობით ადამიანი ცდილობს პატივი მიაგოს იმ ადამიანის ხსოვნას, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ერის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო იყო. ხალხმრავლობაა, როგორც ტაძრის შიგნით, ისე მის მიმდებარე ტერიტორიაზე.
"ღვთისმშობლის შობის ეკლესიაში შევხვდი პატრიარქს. ერთი სული მქონდა, რომ ხელი დაედო ჩემთვის. იმდენი ხალხი იყო, თუმცა არ ვიცი, როგორ მოვხვდი მასთან. უკვე მანქანაში ჯდებოდა, მე იქვე ვიდექი, გამოსწია ხელი და ხელი ხელზე დამიდო. ვაიმე, რა ბედნიერი ვიყავი," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.