„ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც...“ - პეტრე კოლხი ღმერთის სასწაულებზე

მამა პეტრე კვარაცხელია

“ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი ჩვენს ყოველდღიურობაში ახდენს…” – ამის შესახებ პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ჩვენი ცხოვრება სასწაულია…ის, რომ ვსუნთქავთ, ცოცხალი ვართ და კიდევ ერთ აღდგომის დღესასწაულს ვეგებებით, უდიდესი სასწაულია…ჩვენი ცოდვების და დაცემული ბუნების მიუხედავად, ღმერთი რომ არ გვტოვებს და ხელს წამოგვაშველებს, სასწაულია…ხშირად რომ გამოუვალ სიტუაციაში აღმოვჩნდებით და ვიტყვით, მორჩა, აქ ყველაფერი მთავრდება, მაგრამ უხილავი ძალა ყველაფერს სასიკეთოდ ცვლის-სასწაულია…ძალაგამოცლილები ისევ რომ ფეხზე ვდგებით და თავისუფლად სიარულს ვახერხებთ-სასწაულია…ღვთაებრივი ცეცხლი ყველაზე ნაკლები სასწაულია იმასთან შედარებით, რასაც ღმერთი ჩვენ ყოველდღიურობაში ახდენს. ჰოდა, შევიგრძნოთ, დავაფასოთ და წლიდან წლამდე მარტო ნუ ველოდებით მას, რადგან ყოველ წამს სასწაულების გარემოცვაში ვართ, უბრალოდ, აუცილებლად უნდა დავინახოთ!..” - წერს პეტრე კოლხი.