ღვიძლის ტოპ სამი მტერი – ექიმი საუბრობს იმ საშიშროებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ღვიძლის ჯანმრთელობას

ღვიძლის კიბო

ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი კახა ქაშიბაძე დეტალურად საუბრობს იმ საშიშროებაზე, რაც საფრთხეს უქმნის ღვიძლის ჯანმრთელობას:

„პირველი, ნარკოტიკები, ოღონდ არა თავად ნარკოტიკი. თავად ნარკოტიკი არაფერს ხელს არ ვნებს. აი მორფი რომ იკეთო, არანაირ ჰეპატიტს არ დაგმართებს. პრობლემა იყო ის, რომ (რაც დღეს ნაკლები პრობლემაა) არ იყო ერთჯერადი შპრიცები, ერთი და იგივე შპრიცით რამდენიმე ადამიანი იკეთებდა, მაგრამ თუ ნარკომანი ხარ, შენ მაინც კარგავ ამ სიფრთხილეს და საბოლოოდ მაინც ჩადიხარ ამ შეცდომას და იმ საზოგადოებაში, ერთიც რომ იყოს დასნებოვნებული, ყველას დაასნებოვნებს – პირველი ყველაზე დიდი მტერი ესაა ნემსი.

მეორე ეს არის ალკოჰოლი, მე ვთვლი, რომ ღვინო არ იწვევს ღვიძლის ციროზს. ძირითადად მე რასაც ვაკვირდები და რაც ცნობილია, ეს არის ეთილის სპირტი, რომელიც არის მტერი და იწვევს ციროზს, ეს არის არაყი, ვისკი – ყოველდღიური მოხმარებით,ბთუნდაც არა თრობით აუცილებლად მიგვიყვანს ამ პრობლემამდე.

მესამე, ესაა ზედმეტი ჭამა და ამიტომაც დავკავდი მე ბარიატრიით, რომ ბევრი ადამიანი, რომელიც გაცხიმოვნებას მიჰყავდა ღვიძლის ციროზთან, ეს პრობლემა შემეჩერებინა“,– ამბობს კახა ქაშიბაძე.