გაზებზე გასვლა სიცოცხლეს ახანგრძლივებს! - საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი

გაზებზე გასვლა

„გაზებზე გასვლა სიცოცხლეს ახანგრძლივებს“ - ამის შესახებ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი, თეა ნოდია საუბრობს.

„ხშირად დასცინიან მას ვინც გაზებს ხშირად უშვებს, მაგრამ სინამდვილეში ისაა საშიში, როდესაც ადამიანი ამას ვერ ახერხებს. ეს გაზები გატყობინებენ, რომ თქვენი ნაწლავები ნორმალურად ფუნქციონირებენ და ათავისუფლებენ სხეულს იქ წარმოქმნილი გაზებისგან. ანუ ეს გაზები ნაწლავური მიკრობიოტის დამსახურებით წარმოიქმნება. ნაწლავებში ჩაბუდებული ფასდაუდებელი სასარგებლო მილიარდობით ბაქტერიებისგან, რომლებიც 24 საათის განმავლობაში დაუღალავად შრომობენ ჩვენი საკვების მოსანელებლად“, - ამბობს ექიმი თეა ნოდია.