„გაუპატიურებით ბედნიერს ვერ გამხდი...დამიჯერე, გესიამოვნება“ - დაკავებულია 60 წლის მოძალადე

ძალადობა

2 გოგო 60-წლამდე კაცს სექსუალურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობაში ადანაშაულებს. 60 წლის კაცი ერთ-ერთ გოგონას ნარკოტიკული საშუალების შეძენას და მოხმარებას აიძულებდა.

სწორედ ნარკოტიკული თრობის შემდეგ კაცი, მოზარდზე სექსუალურად, სისტემატურად ძალადობდა და სცემდა. ახალგაზრდა ამბობს, რომ ის ერთადერთი მსხვერპლი არაა.

მოზარდებზე ძალადობის სქემა ერთმანეთის მსგავსია - მსხვერპლის თქმით, 60 წლის კაცი „ფეისბუქით“ გოგონებს იმეგობრებდა, ნდობაში შედიოდა, შეხვედრის დროს კი ნარკოტიკული საშუალების მიღებას აიძულებდა და მათზე სექსუალურად ძალადობდა.

წყარო: „ფორმულა“