გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს

ამინდი თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტო ამინდის განახლებულ პროგნოზს აქვეყნებს:

23-25 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდი:

23 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 24 დეკემბრიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.  ქ. თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი):

23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი):

23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო

24-25 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.  დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსი დაფიქსირდება.  ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.  კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო):

23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური):

23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.  აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო):

23 დეკემბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24-25 დეკემბერს ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +1, +3 გრადუსი დაფიქსირდება.