„თოვლი და ძლიერი ქარი“ - მომდევნო ერთი კვირის ამინდის პროგნოზი
1766404035
ირაკლი ყანდაშვილი, რომელმაც ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის არჩევნებში გაიმარჯვა, სამომავლო გეგმებსა და ადვოკატებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე ამახვილებს ყურადღებას.
„მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის იყო და დარჩება ადვოკატის უფლებების განუხრელი დაცვა. მნიშვნელოვანია, რომ პროფესია ადვოკატი, რომელიც უმნიშვნელოვანესი პროფესიაა, იყოს დაფასებული და მას ჰქონდეს სწორი როლი, მნიშვნელობა, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემაში ისე, როგორც ზოგადად საზოგადოებაში. სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა კუთხით. თითოეული ადვოკატის საქმიანობის ეფექტურობის გამართვა იქნება ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი“, - აღნიშნა ყანდაშვილმა.
ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს, მან არჩევნების მეორე ტურში 1473 ხმა მიიღო.