რას წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია ლაშა ბექაურის გმირობაზე
1791793103
ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაციას თავად ინსტიტუტი ადასტურებს.
,,ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტმა აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა ჩვენი ინსტიტუტის დამფუძნებელი და მისი ხელმძღვანელი, პროფესორი ვასილ კაჭარავა", - ნათქვამია პოსტში.
როგორც ცნობილია, ვასილ კაჭარავა სიმსივნეს ებრძოდა და ბოლო პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა.