„განწირული კივილის ხმა შემომესმა, ფეხი მოუცურდა...“ - რას ამბობენ სამტრედიაში მომხდარ ტრაგედიაზე

სამტრედია

უბედური შემთხვევა მოხდა სამტრედიაში. ქალაქის ტერიტორიაზე, რესპუბლიკის ქუჩაზე მდებარე ხუთსართულიანი, მრავალბინიანი კორპუსის შენობის სახურავიდან გადმოვარდა მუშა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 44 წლის ლაშა ნადირაძეა.

ის ქარისგან დაზიანებული სახურავის აღდგენაზე მუშაობდა, რა დროსაც მან თავი ვერ შეიკავა და სახურავიდან გადმოვარდა.

ერთ-ერთი ადგილობრივი იხსენებს, როგორ ჩამოვარდა მამაკაცი კორპუსიდან. 

„აქ სამი კაცი ბინას ხურავდნენ. შემომესმა განწირული კივილის ხმა მიშველეთო და რომ გამოვედი უკვე გადმოვარდნილი იყო. დავინახე რომ დაეცა. თოკი ჰქონდა მობმული და ჩამოდიოდა, ფეხი მოუცურდა და გადმოვარდა“,- ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.