„გამომყევი აჭარაში“ კამპანიამ სოციალურ ქსელებში მილიარდ წვდომას გადააჭარბა

ტურიზმი

წელს, კამპანიამ „გამომყევი აჭარაში“ სოციალურ ქსელებში უპრეცედენტო რაოდენობის წვდომები დააგროვა. გასულ წელთან შედარებით, კამპანიის შედეგები გაორმაგდა და ერთ მილიარდს გადააჭარბა. შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიის „გამომყევი აჭარაში“ შემაჯამებელი ღონისძიება ბათუმში 30 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ღონისძიებაზე გამოვლინდება, კამპანიის ფარგლებში გამოქვეყნებული კონტენტით რომელმა მოგზაურ-ინფლუენსერებმა დააგროვეს მაქსიმალური წვდომები და მოიპოვეს კამპანიის მთავარი პრიზები.

წელს, შიდა ტურიზმის სტიმულირების კამპანიაში 120-ზე მეტი ადამიანი დარეგისტრირდა, თუმცა ყველაზე კარგი შედეგები იმ კონტენტ-კრეატორებმა აჩვენეს, რომლებიც აქტიურად  მოგზაურობდნენ  აჭარაში და ასიათასობით შიდა ტურისტს აცნობდნენ აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს. შედეგად,  მონაწილეებმა სოციალურ ქსელებში აჭარის შესახებ 12 000-ზე მეტი პოსტი გამოაქვეყნეს,  მათმა კონტენტმა კი გასულ წელთან შედარებით ნახევარი მილიარდით მეტი წვდომა დააგროვა. კამპანიის მსვლელობისას მონაწილეებმა აჭარაში არსებულ 200-მდე ტურისტულ ობიექტს,  ადგილსა და პროდუქტს  გაუწიეს პოპულარიზაცია.

კამპანია „გამომყევი აჭარაში“ რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით 2023 წლიდან ტარდება. გასულ წელს, მასში ჩართულმა ინფლუენსერებმა და კონტენტ კრეატორებმა რეგიონში ორთვენახევრის განმავლობაში იმოგზაურეს და შიდა ტურისტებს გააცნეს აჭარის ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ადგილები.  2025 წელს, კამპანიამ სოციალურ ქსელებში ნახევარ მილიარდ წვდომას მიაღწია, 2024-ში 240 მილიონზე მეტს, ხოლო 2023 წელს 100 მილიონი წვდომა დააგროვა. კამპანიის მიზანი წინა წლების  მსგავსად, წელსაც აჭარის, როგორც ოთხივე სეზონზე მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

✕