სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1784317315
მოდელი და ინფლუენსერი თამო ვაშალომიძე ამბობს, რომ მზად არის დაეხმაროს დამწყებ ბიზნესებს.
„ქალები, ვინც ახლა იწყებთ ბიზნესს, ვინც დამწყები ხართ და გჭირდებათ ჩემი გვერდში დგომა - მე, როცა ძალიან ცუდად ვიყავი, თქვენ ყველანი ძალიან გვერდში დამიდექით. უდიდესი მოტივაცია მომეცით. მინდა, რომ რაღაცით მაინც დაგიბრუნოთ - თუნდაც 1%-ით, ჩემი სიყვარული.
ამიტომ, ვისაც გგონიათ, რომ ბიზნესში ვერ შეძლებთ, ან გეუბნებიან, რომ არ გამოგივათ, ან პიარი გჭირდებათ ჩემი სახით - შეიძლება ბევრი „ფოლოვერი“ არ მყავდეს, მაგრამ რითაც შემიძლია, მხარში დაგიდგებით, „გაგისთორავთ“ უფასოდ, რა თქმა უნდა.
ზოგადად, საქართველოში იშვიათად ვაკეთებ იმას, რომ რომელიმე კომპანია გირჩიოთ ან გავარეკლამო. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება - რასაც ხელს მოჰკიდებთ, თქვენი ბიზნესი უნდა იყოს ხარისხიანი,“ - ამბობს თამო ვაშალომიძე.