„გაძლიერდება ქარი, ზოგიერთ რეგიონში კი მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც...“ - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გაზაფხულის წვიმა

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აქვეყნებს. 

„უახლოეს დღეებში საქართველოს ტერიტორიაზე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ქვეყნის მასშტაბით კვლავ მოსალოდნელია გრილი და წვიმიანი პირობები. ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, რაც სეზონურ ნორმებზე დაბალ მაჩვენებლებს შეინარჩუნებს.

პერიოდულად გაძლიერდება ქარი, ზოგიერთ რეგიონში კი მოსალოდნელია ელჭექი და სეტყვაც.
გაითვალისწინეთ ამინდის გაუარესებული პირობები და გამოიჩინეთ სიფრთხილე როგორც გადაადგილებისას, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის დაგეგმვის დროს.

გაუფრთხილდით ერთმანეთს და არ დაგავიწყდეთ: კოკისპირულ წვიმასაც მოსდევს მზე, სიცივეს კი სითბო",- წერს ფარტენაძე.