ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები, ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები

აფეთქება ფონიჭალაში

ფონიჭალაში აფეთქების ეპიცენტრი ისევ ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული. ასევე განთავსებულია უსაფრთხოების ჯებირები. კვლავ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.

შემთხვევის ადგილზე დილიდან მიდიან მოქალაქეები და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივს მიაგებენ.

დაზიანებული სადარბაზოებში მცხოვრები ადამიანები მეხანძრე-მაშველების თანხლებითა და უსაფრთხოების ზომების დაცვით, პირადი მოხმარების ნივთების გამოსატანად საკუთარ ბინებში შედიან.

19 ნოემბერს, ქვემო ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებას, 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კორპუსის მეხუთე სართულზე მცხოვრები შშმ პირი ჰყვება, რომ ღამით ცდილობდა ბუნებრივი აირის ჩართვას, თუმცა ვერ შეძლო და სავარაუდოდ, მილი ღია დატოვა.

მაშველებმა ნანგრევებიდან უვნებლად ამოიყვანეს 3 წლის გოგონა.

საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.

✕