,,წლის ყველაზე მძიმე წინასწარმეტყველება” - გოგა მანია მიმართვას ავრცელებს
1766950662
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Financial Times სტატიას აქვეყნებს სათაურით „როგორ აძლიერებს საქართველო ტურიზმს და ამავდროულად ინარჩუნებს ტრადიციებს“. სტატიაში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ საუბრობს, მისი თქმით, ადმინისტრაციის მთავარი პრიორიტეტია კონცეტრირება მაღალმხარჯველ ტურისტულ სეგმენტზე და არა რაოდენობაზე.
„ჩვენი მიზანია, მოვიზიდოთ ისეთი მოგზაურები, რომლებიც ჩვენს ავთენტურობასა და კულტურას აფასებენ. ჩვენ ვანვითარებთ ინფრასტრუქტურას, სერვისს, ამავდლორულად ვინარჩუნებთ საქართველოს უნიკალურ მემკვიდრეობას, მრავალფეროვან ბუნებას, ჩვენი ხალხის სტუმარმასპინძლობას“,-აცხადებს მაია ომიაძე.
სტატიაში ხაზგასმულია საქართველოს გამორჩეული ბუნება და კულტურა: „არქიტექტურულად გამორჩეული თბილისის გარდა, საქართველოს აქვს შავი ზღვის სანაპიროები, თოვლით დაფარული მწვერვალები,მთებზე შეფენილი შუა საუკუნეების კოშკები და ციცაბო კლდეებში ნაკვეთი მონასტრები“.
როგორც Financial Times წერს, საქართველოში 2025 წლის პირველ სამ კვარტალში 6 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი შედგა, რაც სექტორის შემდგომი ზრდის პოტენციალს წარმოაჩენს.
„2024 წელს ტურიზმის სექტორმა 4.4 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა, რაც 2023 წელთან შედარებით +7.3 %-ით მეტია“-წერს გავლენიანი გამოცემა.
როგორც ომიაძე აღნიშნავს, ეს არის დივერსიფიცირებული ტურისტული ეკონომიკის შექმნის კოორდინირებული ძალისხმევის ნაწილია.
„ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვნება ვრცელდება თბილისის გარეთ, მთის სოფლებიდან ვენახებამდე და ზღვის სანაპირომდე. საქართველო რეგიონებშიაქტიურად ახორციელებს ინვესტიციას ინფრასტრუქტურისა და პროდუქტის განვითარებაში,რომ ტურიზმიდან მიღებული სარგებელი უფრო თანაბრად გადანაწილდეს“,-აღნიშნავს მაია ომიაძე.
სტატიაში დიდი ყურადღება ეთმობა ქართულ ღვინოს, მეღვინეობის 8 ათასწლოვან ისტორიას, რომელიც ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა.
როგორც გამოცემა წერს, 2024 წელს, საქართველოს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა, რაც 565 მილიონი დოლარია და წინა წელთან შედარებით 24 %-ით მეტია.
„ბოლო 10-15 წელში, ქართულ მეღვინეობაში დიდიცვლილებები შეინიშნება. შეგიძლიათ შეამჩნიოთ სტილის, ხასიათისა და ინდივიდუალური მეღვინეების მიდგომის უზარმაზარი მრავალფეროვნება. ერთი მხრივ, მეღვინეობა სრულად მოდერნიზებული და მომზადებულია ტრადიციული წარმოებისთვის, მეორეს მხრივ, ტრადიციული მეღვინეობა გრძელდება, რაც ჩვენი კულტურის ამ ნაწილს ცოცხლად ინარჩუნებს“, - ამბობს ქართველი ღვინის ექსპერტი ირაკლი ჩოლობარგია.
https://www.ft.com/content/8d3a12fe-7ec0-421c-8dd7-836f4e7ef21c?edit=true