,,ბოლო კვლევებმა ცოტა შეგვაშინა... დღეს მოგვივიდა პასუხები“ - ნინი ქარსელაძე
1761249403
სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრი მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს დასავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ახორციელებს.
ამ ეტაპზე, სააგენტოს სპეციალისტებმა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ტერიტორიები თერმული ნისლით დაამუშავეს. მობილიზებული იყო რამდენიმე ერთეული სპეციალური ტექნიკა. ღონისძიებები ღამის საათებში, უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ნიგოითის, ლესას, ნიგვზიანისა და ნინოშვილის ადმინისტრაციულ ერთეულებში 1200 ჰა ტერიტორია დამუშავდა.
ამ ეტაპისთვის სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულია შემდეგი ღონისძიებები:
ცივი შესხურებით დამუშავებულია 101 909,25 ჰა სიმინდის მასივი, ტყისა და სოფლის პერიმეტრი და ჯაგნარი;
თერმული ნისლით - 339 860 ჰა ტერიტორია;
განთავსებულია 8008 ცალი „მონიტორინგის ხაფანგი“ და 207 945 ცალი „მოიზიდე და გაანადგურე სადგური".
ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო კონტროლს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში. სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციაა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაზე ზრუნვა უვნებელი სურსათის მიწოდების გზით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.nfa.gov.ge