1767891623
ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს- კახა კალაძე
თბილისის მერი კახა კალაძე მოქალაქეებს ქრისტეშობის დღესასწაულს ულოცავს.
„შობას გილოცავთ!
უფალი იშვა და მასთან ერთად იშვა იმედი ხსნის, სიკეთისა და სიყვარულის მარადიულობის.
საშობაო ტრადიციად ქცეული, ფანჯრებთან ანთებული სანთლები სიმბოლოა ჩვენს გულებში შემოსული სინათლისა და უფლის რწმენის, რაზეც დგას საქართველო.
დაე, შობის მადლი ფარავდეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ოჯახებს!
გილოცავთ!“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.











