ცნობილია, რა გადაწყვეტილება მიიღო მოსამართლემ
1767988494
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ „ნესტლეს“ იმ კონკრეტულ პროდუქტთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება, რომელიც შეიძლება, ტოქსინ Cereulid-ს შეიცავდეს. მისი თქმით, არ მიიჩნევა, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი შეიცავს ბაქტერიას.
„ეს გახლავთ ის ბაქტერია, რომელმაც შეიძლება, შეიძლება, გამოიწვიოს ღებინება, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, საერთო სისუსტე, მუცლის ტკივილი. ერთჯერადი ღებინება, როგორც წესი, ბავშვისთვის საგანგაშო არ არის, მაგრამ თუ ღებინება მრავალჯერადია, მაშინ არის გაუწყლოების განვითარების რისკი, რაც აუცილებლად საჭიროებს ექიმის ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში ინტრავენურ გადასხმასაც. ჯერჯერობით, მიმართვიანობის ასეთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. რა თქმა უნდა, არ ვთვლით, რომ „ნესტლეს“ ყველა პროდუქტი, რაც ქვეყანაშია შემოსული, აუცილებლად შეიცავს ამ ბაქტერიას”, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
როგორც ცნობილია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით „ნესტლე საქართველოს“ ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების ამოღების პროცესი მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, „ნესტლე ჯგუფმა“ სხვადასხვა ბაზრიდან, მათ შორის საქართველოდან, ბავშვთა კვების გარკვეული პროდუქციის გამოთხოვის შესახებ გადაწყვეტილება გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში (მცენარეული ზეთი – ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ Cereulid-ის გამოვლენის შესაძლო რისკის გამო მიიღო, იმის მიუხედავად რომ ამ ინგრედიენტის შემცველობა მინიმალურია და ტოქსინ Cereulid-ის შემცველობა საქართველოს და სხვა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებშიც არ ნორმირდება.