„ამ ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას...“ - ნუცა ბუზალაძე მიმართვას ავრცელებს
1791489192
სურსათის უვნებლობის სპეციალისტი, ირაკლი არაბული ვიდეომიმართვაში გვიხსნის როგორ უნდა შევინახოთ კარტოფილი და რა საფრთხეს შეიცავს აღნიშნული პროდუქტი იმ შემთხვევაში, თუ გამწვანდა:
„მწვანედ შეფერილი კარტოფილი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშია. კარტოფილზე მწვანე მიუთითებს იმაზე, რომ პროდუქტზე არის სოლანინი გამოყოფილი, ეს არის ტოქსიკური ნივთიერება, რომელსაც შეუძლია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება.
იწვევს გულისრევას, თავის ტკივილს ფაღარათს და სხვა გართულებებს, ამიტომ კარტოფილის შენახვის დროს უნდა მივაქციოთ ყურადღება გარემო პირობებს.
არ უნდა შევინახოთ მზის სხივის ქვეშ და ნათელ ადგილას, რადგან სწორედ ასეთი შენახვის პროცესი უსრუნველყოფს იმას, რომ კარტოფილში გამოიყოს ის ნივთიერებები, გახდეს კარტოფილი მწვანე, ამიტომ ყოველთვის შევინახოთ კარტოფილი მზის სხივებიდან დაცულ ადგილას და შედარებით გრილ სათავსში, რომ არ მოხდეს სოლანინის გამოყოფა, ხოლო თუ ისეთი კარტოფილი გვაქვს, რომელიც გამწვანებულია, ეცადეთ რომ არ მიირთვათ, ან მაქსიმალურად სქლად გათალეთ, რომ ეს ნივთიერება მოსცილდეს…“ – ამბობს ირაკლი არაბული.