„ეს არის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“ - ექიმი ბავშვებში გავრცელებულ პრობლემაზე საუბრობს

ბავშვი

ცნობილი პედიატრი ინგა მამუჩიშვილი სოციალურ ქსელში მშობლებისთვის მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, სადაც ბავშვებში ყაზბობის გამომწვევ მიზეზებსა და მოგვარების გზებზე საუბრობს:

„თქვენი თხოვნების შესრულებას ვაგრძელებ ძვირფასებორა ითვლება ყაბზობად ბავშვთა ასაკში???ნაწლავთა მოქმედება დღეში 1-2-ჯერ-იდეალური სიხშირეა,

მაგრამ დღეში 3-დან, კვირაში 2–3-ჯერამდე ესეც შეიძლება ნორმა იყოს, თუ:

დეფეკაცია არ არის მტკივნეული

განავალი არ არის ძალიან გამკვრივებული

ბავშვი არ იკავებს ტკივილით

მუცელი არ სტკივა...ყაბზობის კლინიკური სურათია თუ ნაწლავთა მოქმედება ნაკლებია კვირაში 2-ზე

ან უფრო ხშირადაა,მაგრამ ხდება

-ტკივილით

- გაძნელებით

-შეკავებით.... რა არის ყაბზობის მიზეზი???? ბავშვთა უმეტესობაში მიზეზი ფუნქციურია (ანუ ორგანული დაავადების გარეშე):

ტუალეტის შიში (ტკივილის გამოცდილების შემდეგ)

კვების რეჟიმის დარღვევა, კვებაში ნაკლები ბოჭკო, სითხის ნაკლებობაეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება (ფიზიკური აქტივობის შემცირება)ნეიროგანვითარების დარღვევები

იშვიათად, მაგრამ მნიშვნელოვანია გამოვრიცხოთ ორგანული მიზეზები (მაგ: ჰირშპრუნგის დაავადება, ჰიპოთირეოზი და სხვა). რას აკვირდება მშობელი???თუ 3 დღეზე მეტხანს არ აქვს დეფეკაცია

ტუალეტზე ჯდომისას ტირის ეშიშნია,იკავებს,ფეხებს ჭიმავს ან აჯვარედინებს, იმალება დეფიკაციის დროს...აქვს მუცლის შებერილობა

საცვალზე მცირე რაოდენობით განავლის გაჟონვა ხდება (ეს უკვე გადავსებული ნაწლავის ნიშანია!) რას ვაკეთებთ???? კვებას ვაქცევთ ყურადღებას და რაციონს ვამდიდრებთ ბოჭკოვანი კვებით (ბოსტნეული, ხილი, რძემჟავა პროდუქტები)

საკმარისი სითხის მიღების კონტროლიფიზიკური აქტივობა

ძალიან მნიშვნელოვანია — არ დავაძალოთ და არ დავსაჯოთ თუ პრობლემა გრძელდება,მხოლოდ დიეტა არ არის საკმარისი.

ხშირად საჭიროა ოსმოსური საფაღარათოები , რომლებიც უსაფრთხოა და არ იწვევს დამოკიდებულებას. როდის მივმართოთ პედიატრს ან გასტროენტეროლოგს დაუყოვნებლივ?თუ შეამჩნევთ️სისხლს განავალშიწონის კლების ტენდენციას

ძლიერ მუცლის ტკივილს

ქრონიკული, მკურნალობაზე რეზისტენტული ყაბზობა… უნდა გვახსოვდეს,რომ ყაბზობა არ არის „მცირე დისკომფორტი“-ეს არის ბავშვის სხეულის სიგნალი, რომელსაც თუ დროულად არ მოვუსმენთ, ჩუმად გადაიქცევა დიდ პრობლემად“,- წერს ექიმი.