დავით ქართველიშვილი: საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში და სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით

ქართველიშვილი

9 აპრილის გმირების მემორიალთან დღეს განვითარებულ მოვლენებს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია.

„საქართველოში „რუსოფობია“ უნდა იქნას შეტანილი ფსიქიატრიული გადახრების ნუსხაში, ისევე როგორც აგორაფობია, სოციოფობია თუ კლაუსტროფობია. ისევე, როგორც ამ ფსიქიატრიულ გადახრებს, მას უნდა კურნავდნენ სტაციონარულ პირობებში: მედიკამენტოზურად და პალატაში რუსული ფილმების სავალდებულო ჩვენებით. შუალედებში შეიძლება, ცივი წლის აბაზანების გამოყენება.ჯერჯერობით კი, სანამ ეს ავადმყოფები ჩვენს გარშემო იმყოფებიან, უნდა შევიდეთ მათ მდგომარეობაში მაქსიმალური ჰუმანურობით. დარწმუნებული ვარ, ჩემს დანახვაზეც - ფსიქიკურად არამდგრადი რუსოფობი, შეპყრობილივით დაიწყებს ყვირილს „რუსო! რუსო!“. სასწრაფო დახმარების გამოძახებამდე, არ უნდა გავაღიზიანოთ. მე მაგალითად ასეთ შემთხვევაში ვაპირებ მათთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ რუსულ ენაზე გადავიდე. ვინაიდან მათთან ქართულ ენაზე „თავის მართლებას“ აზრი არა აქვს, ხოლო რუსულის აზრზე არ არიან - 112-ის ეკიპაჟის მოსვლამდე საკუთარი მონოლოგებით დავტკბები მაინც“, - წერს დავით ქართველიშვილი.