„ერთადერთი შვილი ანგელოზად მოვლენილი, ანგელოზთა დასს შეუერთდა“ - „წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს

ემილია

„წყალტუბოს“ საბავშვო ბაღების გაერთიანება სამძიმრის წერილს ავრცელებს: გარდაიცვალა 4 წლის  ემილი ყიფიანი. გავრცელებული ცნობით, ბავშვს გულზე პრობლემები ჰქონდა.

ა (ა) ი პ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების გაერთიანება“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, #2 საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელის, ემილი ყიფიანის გარდაცვალების გამო.

„არ ვიცი ამ ამბავს რა ჰქვია, არც ის ვიცი ამ დროს რა ძალა აქვს სიტყვებს ვერ ვიაზრებ მარიკო ამ ამბავს, ვერ ვიაზრებ იმას, რომ შენ შვილმკვდარი დედა გქვია, ერთადერთი შვილი ანგელოზად მოვლენილი, ანგელოზთა დასს უნდა შეურთდეს  რატომ უფალო? ემილი მხოლოდ 4 წლის იყო და სიცოცხლე უნდოდა.....  გამძლეობა მარიამ, ნოდარ, თქვენი ემილიკოს გულისთვის... ახლა უნდა გაძლიერდეთ, მხოლოდ მისთვის“,-წერენ სოცქსელში.