1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს:
"გომი-აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში საქართველოს რკინიგზა მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი.
გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა",- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, მატარებელს ხაშურთან ცეცხლი გაუჩნდა.