ეროვნული სკრინინგ ცენტრი კიბოს სკრინჯნგ პროგრამაში ოჯახის ექიმების ჩართულობას აძლიერებს

foto

ეროვნული სკრინინგ ცენტრი კიბოს სკრინჯნგ პროგრამაში ოჯახის ექიმების ჩართულობას აძლიერებს.

ეროვნული სკრინინგ ცენტრისა და კავკასიის მედიცინის ცენტრის ერთობლივი ღონისძიება ძუძუს კიბოს ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო კამპანიას - ვარდისფერ ოქტომბერს მიეძღვნა.

კამპანიის ფარგლებში ეროვნული სკრინინგ ცენტრის და კავკასიის მედიცინის ცენტრის წარმომადგენელმა სამედიცინო დარგის წამყვანმა ექსპერტებმა ძუძუს კიბოს სკრინინგის, მისი დიაგნოსტიკისა თუ პრევენციის შესახებ კავკასიის მედიცინის ცენტრში ონკოლოგიური დაავადებების მულტიდისციპლინური მკურნალობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

ღონისძიებაზე ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორმა ეთერ კიღურაძემ და კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა სოფიო ასპანიძემ ოჯახის ექიმების განსაკუთრებულ როლსა და სამედიცინო დაწეესებულების პასუხისმგებლობაზე ისაუბრეს კიბოს სკრინინგ პროგრამაში მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებლის გაზრდის თვალსაზრისით.

✕