ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

ეროვნულ არქივში საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსზე რეგისტრაცია მიმდინარეობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 2025 წლის 3-7 ნოემბერს დაგეგმილ საქმისწარმოებისა და საარქივო საქმის სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო და 29 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს.

კურსის მიზანია ამ სფეროში კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. სწავლებაში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებული პირს, ვისაც სურს საარქივო საქმისა და საქმისწარმოების თანამედროვე სტანდარტების გაცნობა და დოკუმენტების დამუშავებისა და დაარქივების თავისებურებების შესწავლა.

სწავლება მოიცავს როგორც თეორიულ ცოდნის მიღებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.

კურსის დასრულების შემდეგ, ტესტირების საფუძველზე, გაიცემა სერტიფიკატი.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს: https://archive.gov.ge/ge/stsavleba.

რეგისტრაციის გავლას შესაძლებელია ონლაინ: