ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ოთაში აქტიურად მიმდინარეობს მისასვლელი გზის მოასფალტების პროცესი

ასპინძა

ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ  ოთაში  აქტიურად მიმდინარეობს  მისასვლელი გზის მოასფალტების პროცესი.
 
მიმდინარე სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო ასპინძის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

პროექტის ფარგლებში  ეწყობა  ასფალტ-ბეტონის საფარი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს  324 280 ლარს.

სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და განსაზღვრულ ვადებში დასრულდება.