„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო ჯორჯია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 მარტს, 10:00-დან 18:00 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ალოტი, ჩეკურაანთგორი, ევჟენტი, ბოკონი. 15:00-დან 18:30 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ღულელები, თრანი, გუდანელები, ხევსურთსოფელი, ბოჭორმა და მიმდებარე სოფლებში.

„11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდებათ მომხმარებლებს სოფელ დიღომში - რუსთაველის, ყაზბეგის, ჩარგალეთის, ფიროსმანის, ანდრონიკაშვილის, იოაკიმე და ანას და მიმდებარე ქუჩებზე, ქედის ბოლოს.

11:00-დან 19:00 საათამდე დენი შეეზღუდებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალი ტონჩა, მილახვრიანი, არღუნი. 12:00-დან 19:00 საათამდე - სოფლებს: ლუთხუბი, ზანდუკი, ფახვიჯი, საჩალისჭალა და მიმდებარე სოფლებს, ასევე აბონენტებს დაბა ფასანაურში.

11:00-დან 13:30 საათამდე ძაბვა გაეთიშებათ აბონენტებს სოფლებში: ვარდისუბანი, გორისციხე, ტყარშეტი. 13:00-დან 15:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში: ფხელშე, გორისციხე, სტეფანწმინდაში.

12:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაეთიშებათ აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: არაშენდა, შანკევანი, საგურამო, გალავანი, ნავდარაანთკარი, ძალისი, ბიწმენდი, სასახლკარე. 16:00-დან 18:00 საათამდე - აბონენტებს წიწამურისა და საგურამოს ტერიტორიაზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.